სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
- ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
- ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
- ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
- სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
- მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
- მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
- განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
- აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარება;
- სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
- საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
- ინტელექტუალური,კულტურული,სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.
მუხლი 3. სამოქალაქო კლუბის ამოცანები:
სამოქალაქო კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
1. სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;
2. მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
3. სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
4. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა
5. ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
6. მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
Comments
Post a Comment