კლუბის შესახებ
108-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "მაინდერები" ჩამოყალიბდა 2017 წლის ოქტომბერში. კლუბმა შეიმუშავა წესდება და ლოგო, მკაფიოდ განისაზღვრა სტრუქტურა, საქმიანობის წესები, მიზნები და პრიორიტეტები. ასევე აღსანიშნავია,რომ კლების წევრობა ნებაყოფლობითია და აერთიანებთ 9-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც კოლეგიალურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
კლუბის თითოეული წევრი მიზნად ისახავს აქტიური ჩართულობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მოქალაქედ და მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.
Comments
Post a Comment